ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/39558
სათაური: ვერა ფაღავა, თბილისის 2012
სხვა სათაური: Vera Pagava, Tbilisi 2012
საკვანძო სიტყვები: მოსაწვევი ბარათი
გამოფენა
ფაღავა, ვერა (1907–1988)
ტარასაშვილი, ელისო
კარასო, ჟილო
ლორთქიფანიძე, დავით
კარმანიოლი, კრისტიან
სალენსი, რენო
Invitation
Exhibition
Pagava, Vera
Salins, Renaud
Carasso, Gilles
Tarassashvili, Eliso
Carmagnolle, Christian
გამოცემის თარიღი: 2012
რეზიუმე: ვერა ფაღავა - დაიბადა თბილისში, მაგრამ 1921 წლიდან იგი უკვე მშობლებთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა, 1923 წლიდან კი პარიზში. ხატვისა და ძერწვის ნიჭით დაჯილდოვებული ქალიშვილი მშობლებმა ჯერ დეკორაციული ხელოვნების სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში. 1944-1960 წლებში პარიზის ცნობილ ჟან ბუშეს გალერეაში პერიოდულმა პერსონალურმა გამოფენებმა ვერა ფაღავას საყოველთაო აღიარება მოუტანა. როგორც ცნობილი მხატვარი, იგი მონაწილეობდა პეტერბურგის, ბრიუსელის, ვენის, ბერლინის, სტოკჰოლმის, დიუსელდორფის, ტურინის, რომისა და მხატვართა სხვა საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანისა და დიჟონის მუზეუმებში ვერა ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში. ვერა ფაღავა მუშაობდა როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე წიგნის გაფორმება-ილუსტრაციასა და ეკლესიათა ფანჯრების მოხატვაში. ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია ნამდვილ შედევრებად. იგი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე; რენო სალენსისი – საფრანგეტის ელჩი საქართველოში; ელისო ტარასაშვილი – ვერა ფაღავას სახელობის ასოციაციის პრეზიდენტი; ჟილ კარასო – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი; დავით ლორთქიფანიძე – საქართელოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი; კრისტიან კარმანიოლი – "ბანკ რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი
აღწერილობა: ვერა ფაღავას გამოფენის გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; მოსაწვევზე დაბეჭდილია ვერა ფაღავას ფოტო
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vera_Pagava.pdf284.19 kBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება