Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/364061
Title: ბორჯომი. სანატორიუმ «ფირუზის» პირველი კორპუსი
Other Titles: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
Authors: Панова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
ბორჯომი
БОРЖОМИ
სანატორიუმი «ფირუზი»
Санаторий «фирюза»
კურორტი
სამცხე-ჯავახეთის მხარე
Issue Date: 1984
Publisher: «Планета»
Abstract: 1892 MIRZA RIZA KHAN - ასეთ წარწერას საქართველოში მხოლოდ ორი ძველი სახლის გარე ფასადზე ნახავთ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და გამვლელ-გამომვლელს თავისი სილამაზით დღესაც თვალს ჭრის. თვალს ჭრის - პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სპარსული სტილით ნაშენები სახლის აივნის ჭერი, თვლებითა და სარკეებითაა მოპირკეთებული, მათზე არეკლილი მზის სხივები ულამაზეს ათინათებს წარმოქმნის. მეორე სახლი, თბილისის ერთ ძველ უბანში, ჭონქაძის ქუჩაზე დგას. არც ეს სახლი გახლავთ ჩვეულებრივი. თვალის ერთი შევლებითაც შეამჩნევთ სპარსული სტილის ელემენტებს და როგორც კი სადარბაზოში შედგამთ ფეხს, მაშინვე შეგიპყრობთ იდუმალი განცდა. სადარბაზო უჩვეულო, ოვალური ფორმისაა და განსაკუთრებით მისი ჭერი იქცევს ყურადღებას. ლამაზად ამოჭრილი, მოჩუქურთმებული თაღიდან მზის სხივები აღწევს და სწორედ ეს ქმნის იდუმალ განწყობას. სახლის გვერდით ქვის თაღია, რომელიც სახლის მსგავსად, სპარსული სტილითაა ნაშენები. თაღზე და სახლზე ერთი და იგივე ადამიანის სახელია ამოტვიფრული - დანიშ მირზა რიზა ხანი.სწორედ ეს ადამიანი აკავშირებს ამ ორ სახლს ერთმანეთთან. ბორჯომის ცნობილი „ფირუზა“ მისი დასასვენებელი იყო, ხოლო ჭონქაძის სახლი - სპარსეთის საკონსულო, სადაც სპარსეთის ელჩი, მირზა ხანი მუშაობდა და ცხოვრობდა.
Description: ფირუზა - ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, ბარათაშვილის ქ. 3 , ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის - მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი იყო ქალაქგარეთ, რომელიც კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: "მირზა რიზა ხანი". კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულსპარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს. სანატორიუმი "ფირუზა"- ს ანალოგია სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში. ამ სახლში (რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო), სპარსეთის ელჩი - მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0108 b.jpgვერსო50.19 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0108 a.jpgრექტო155.26 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.