ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36004
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: აფხაზი, ალექსანდრე
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
აფხაზი, ალექსანდრე (საშა) გიორგის ძე(1893-1957)
ვისბადენი
გერმანია
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
ემიგრაცია
ემიგრანტი
საღირაშვილი-დე ლონ, ეთერ დავითის ასული (1935)
გამოცემის თარიღი: 19-Mar-1957
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ალექსანდრე აფხაზი – ქართველი ემიგრანტი, დიპლომატი, კინოსტატისტიკოსი. კოტე აფხაზის ძმისშვილი. ეთერ საღირაშვილი – დავით საღირაშვილის ქალიშვილი.
აღწერილობა: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, რუსულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ვისბადენიდან. მოხსენიებული პირი: ეთერ საღირაშვილი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(16)_recto.jpgრექტო545.52 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(16)_verso.jpgვერსო501.45 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება