Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/34475
Title: | ჩარევა სასურველია – ჰაინრიხ ბიოლი |
Authors: | Heinrich Boll Stiftung South Caucasus |
Keywords: | პლაკატი სამხრეთ კავკასიური რეგიონული სასტიპენდიო პროგრამა ბიოლი, ჰაინრიხ (1917–1985) |
Abstract: | ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი — გერმანელი მწერალი დაიბადა კელნში, კათოლიკურ ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. გიმნაზიის დასრულების შემდგომ ბიოლი ჯერ დურგლად მუშაობდა, მერე — ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში. ლექსებსა და მოთრობებს სკოლაშივე წერდა. 1942 წელს იქორწინა ანა–მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1945 წელს ამერიკელებს ტყვედ ჩაუვარდა. ომის წლებმა მას გაუძლიერა ანტიმილიტარისტული შეხედულებები. მის ნაწარმოებებში ასახულია ომის, ანტიფაშისტური და ანტიმილიტარისტული თემები. წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების — პენკლუბის დამჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლილი თავგამოდებით აკრიტიკებდა ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებს. საქართველოს ორჯერ ესტუმრა — 1966 და 1972 წლებში. ჰაინრიხ ბიოლი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს თითქმის ყველა დასავლეთგერმანული ლიტერატურული პრემია. |
Description: | პლაკატი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ყოველწლიური კონკურსის შესახებ; პლაკატზე დაბეჭდილია ჰაინრიხ ბიოლის პორტრეტი |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Chareva_Sasurvelia.jpg | 1.29 MB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.