ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/335723
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.authorღაჭავა, გელა გაბოს ძე (1966)-
dc.coverage.spatialკუს ტბა ან ქორქის ტბა – ტბა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ², აუზის ფართობი 0,4 კმ², უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური - ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა, კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. ვაკის პარკი უერთდება კუს ტბის მწვანე მასივს და შემდგომში ტბის გამწვანებული ტერიტორია ერთიანდება მთაწმინდის პარკთან ერთად ერთობლივ მწვანე მასივში. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო რელიეფი. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონი იწყება. პლაჟთან და ღია საზაფხულო კაფე-ბარებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ნიშანდობლივია რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი ჰავა, ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. ბაგირგზა, რომელიც კუს ტბის მიდამოებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა, XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს გაიხსნა კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა. კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე გაეშვა ორი გონდოლა. ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლა იტევს 10-12 ადამიანს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელია. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს. სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.en_US
dc.date.accessioned2021-07-01T08:17:58Z-
dc.date.available2021-07-01T08:17:58Z-
dc.date.issued2021-06-12-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/335723-
dc.description.abstractგიორგი ღონღაძე (21.07.1980) - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი კუს ტბაზე.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectკარიკატურაen_US
dc.subjectშარჟიen_US
dc.subjectღონღაძე, გიორგი ზურაბის ძე (1980)en_US
dc.subjectსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-
dc.subjectEmergency Management Service-
dc.subjectმაშველი-
dc.subjectთბილისი-
dc.subjectკუს ტბა-
dc.titleგიორგი ღონღაძეen_US
dc.title.alternativeსამაშველო სამსახურიen_US
dc.title.alternativeშარჟი-
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KAR 010.jpgრექტო123.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება