Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313576
Title: "არგო" და მისი ეკიპაჟი, შეხვედრა ტიმ სევერინთან
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
სევერინი, ტიმ (1940)
ხომალდი "არგო"
შეხვედრა
ეკიპაჟი
ზღვა
კაციტაძე, ნინო
მსახიობი
ჩოხა
ქუდი
ყვავილები
აფრა
დროშა
Встреча с Тимом Северином
Meeting with Tim Severin
"Aрго" и его экипаж
The "Argo" and its crew
Issue Date: 1987
Publisher: გამომცემლობა "ხელოვნება", თბილისი
Abstract: ტიმ სევერინი - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი, 1984 წელს თანამედროვე არგონავტებთან ერთად საბერძნეთიდან, ქალაქ ვოლოსიდან თურქეთის გავლით გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით შექმნილი 12-ნიჩბიანი ხომალდით კოლხეთისკენ გამოემგზავრა. მისი მიზანი იყო სკეპტიკოსებითვის დაემტკიცებინა, რომ 3000 წლის წინ იასონის მეთაურობით დაწყებული მოგზაურობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, ფიზიკურად შესაძლებელი იყო. ტიმ სევერინი 8 სამოგზაურო ექსპერიმენტის ავტორია. 1976 წელს, თავისი პირველი ექსპედიციისას, შეეცადა გადაემოწმებინა – მართლა შეძლო თუ არა, მე-9 საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა ბრენდანმა ტყავით შეკრული ნავით ატლანტის ოკეანის გადაცურვა; ანუ ამერიკაში კოლუმბამდე ბევრად ადრე ჩასვლა. ამ ხიფათით აღსავსე მოგზაურობის ამსახველი წიგნი ბესტსელერად იქცა, ხოლო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. 1979 წელს ტიმ სევერინმა შუა საუკუნეების მეზღვაურის, სინდბადის „ათას ერთ ღამეში“ აღწერილი მოგზაურობები გაიმეორა, ხოლო 1984 წელს – არგონავტების მარშრუტი.
Description: 1984 წლის 3 მაისს ახალი დროის „არგონავტებმა“ კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღო ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა. „არგოს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები, მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში… „არგო“ საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართელოს ტერიტორიულ წყლებში ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ. 1984 წელს „არგო“ საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის „ტოვარიშჩის“ ფლაგმანობით, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოშ და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადის, შავი ძრვის ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი. ხომალდ „ტოვარიშჩიდან“ „არგოზე“ გადავიდნენ ნუგზარ ფოფხაძე – საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის თავჯდომარე და სსრკ-ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი, ისინი საქართელოშ ამ ღონისძიების მომზადების ორგანიზატორები იყვნენ. იახტა „კოლხიდა“, რომელიც პირველი შეეგება არგოს, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც ზღვა ხალხი ელოდა სტუმრებს. მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სულ გადაფარა ყველაფერი. ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები. საპატიო სიტყვით გამოვიდა მოგზაურთა ხლემძღვანელი კაპიტანი ტიმ სევერიანი, მან აღნიშნა, რომ „ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.“ მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ. ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ „არგო“ 22 ივლისს ანტიკური ფაზისიდან გეზი აიღო კავკასიის მთების და მყინვარწვერების თვალწინ მონარნარე მდინარე რიონისკენ. მოგზაურებს მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები, უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება. ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა-ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს. ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები. 1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს. ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ-ინგლისურ-რუსული წარწერით. ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე ). https://ilovanski.wordpress.com/2010/10/27/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D/
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI=0059b.jpgვერსო26.95 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI=0059a.jpgრექტო72.24 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.