ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293425
სათაური: ილიას მაგიდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჭავჭავაძე, ილია გრიგოლის ძე (1837-1907)
კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984)
პრეზენტაცია
თაქთაქიშვილი, ლევან თამაზის ძე (1971)
ჩაჩანიძე, დავით
ეროვნული ბიბლიოთეკა
მაგიდა
გრიგოლია, ლევან
იაშვილი, ვახტანგ
მარგებაძე, ტატო
რურუა, გიორგი
გამოცემის თარიღი: 13-Feb-2019
რეზიუმე: ილია ჭავჭავაძე - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან); ლევან თაქთაქიშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი; გიორგი რურუა - ქართველი ბიზნესმენი, ნიკოლოზ რურუას ძმა; დავით ჩაჩანიძე - ქართველი ბიზნესმენი, შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორი; გიორგი რურუა - ქართველი ბიზნესმენი; ლევან გრიგოლია - ქართველი ბიზნესმენი; ვახტანგ იაშვილი - ქართველი ადვოკატი; ტატო მარგებაძე - ქართველი ადვოკატი
აღწერილობა: ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად უნიკალური ექსპონატი ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა გადაეცა. ეს უნიკალური ნივთი ბიზნესმენმა დავით ჩაჩანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ტრადიციულმა შემომწირველმა გიორგი რურუამ შესწირეს ეროვნულ ბიბლიოთეკას. მაგიდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტში დაბინავდა. „ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა პირველად 2003 წელს ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა მაგიდის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემას შეგვპირდა. განცხადებაც კი დავწერეთ, მაგრამ სამინისტროს ხელმძღვანელობა მალე შეიცვალა და მაგადის გადმოცემის საკითხიც გადაიდო. ახლა კი ილიას ნაქონი მაგიდა, ბიბლიოთეკის მეგობრების დახმარებით, უბრუნდება ილიას ოთახს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი რურუას, რომელიც ბიბლიოთეკის ქომაგია და რომელიც არაერთ საქმეში დაგვიდგა გვერდით"- აცხადებს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის უფროსი ლევან თაქთაქიშვილი. მარცხნიდან: გიორგი კეკელიძე, დავით ჩაჩანიძე, ლევან თაქთაქიშვილი, ლევან გრიგოლია, ვახტანგ იაშვილი, ტატო მარგებაძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ilias_Magida_Erovnul_Bibliotekashi 13.02 (2).JPG169.94 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება