Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/29318
Title: | ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი |
Keywords: | პორტრეტი ჟორჟოლიანი, ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე (1888–1969) მსახიობი ამონაჭერი |
Abstract: | ალექსანდრე ჟორჟოლიანი – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე. 1925 წლიდან ჟორჟოლიანს აქტიურად იღებენ კინოშიც. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: იმერელი თავადი ("სამანიშვილის დედინაცვალი"), მოსე მწერალი ("დარიკო"), კოსტაია ("ნარინჯის ველი"), მაჭანკალი არისტო ("დაკარგული სამოთხე"), სანდრო ("აბეზარა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ედემიკა ("მე ვხედავ მზეს") და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჟორჟოლიანი როგორც ესტრადის მსახიობი. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Jorjoliani_68.jpg | რექტო | 180.75 kB | JPEG | View/Open |
Jorjoloani_A._verso.jpg | ვერსო | 30.02 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.