Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/283942
Title: საერთოსახალხო მოძრაობა მშვიდობისათვის
Authors: აივაზოვი, შახ
Keywords: გოგონები
ჩეჩნები
ბუდისტები
მსვლელობა
ბანერები
ქალაქი
ქუჩა
შენობები
დაბომბვა
ნანგრევები
ომი
ჩეჩნეთი
Abstract: ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 1991 წლის 27 ოქტომბერს ჯოხარ დუდაევი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს. 1992 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთს რუსეთის ფედერაციაში ფართო ავტონომიის სახით შესვლა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში არსებული ოპოზიციური ძალების მეშვეობით მთავრობის ჩამოგდებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. 1994 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის ავიაციამ გროზნო დაბომბა. 29 ნოემბერს ელცინმა ჩეჩნებს ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა მოსთხოვა. ულტიმატუმის უგულვებელყოფის შემდეგ კი 1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის ჯარები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. 1996 წლის 21 აპრილს რუსებმა სპეცოპერაციის დროს ჯოხარ დუდაევი მოკლეს. ჯოხარ დუდაევის მკვლელობის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობას ცხრა თვის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი ასრულებდა. ჩეჩნეთის პირველი ომი 1996 წლის 31 აგვისტოს დადებული შეთანხმებით დასრულდა, რომლის შედეგადაც ჩეჩნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩა. 1997 წლის 27 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან მასხადოვმა გაიმარჯვა. 1999 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ. ამჯერად რუსეთმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, თუმცა მთებში წინააღმდეგოს კერები კვლად დარჩა. რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი 2005 წლის 8 მარტს მოკლეს. ამჟამად ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შედის.
Owner: შახ აივაზოვი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Chechnia_004.JPG321.57 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.