Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2832
Title: | ეპისკოპოსი დიმიტრი |
Authors: | როინაშვილი, ალექსანდრე Роинов, Александр Соломонович |
Keywords: | პორტრეტი საეკლესიო სამოსი სასულიერო პირი ლაზარიშვილი, დიმიტრი ივანეს ძე (1870-1947) |
Issue Date: | 18-May-1898 |
Abstract: | ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი) - 1889 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890 წლის 21 იანვარს იგი აკურთხეს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად, 1897 წლის 28 მაისიდან ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანია. 1904 წლის 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშუეთში. 1907 წლიდან იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907 წლებში მუშაობდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად და ხაზინადარად. 1908-1912 წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914 წლის 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481 - ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920 წლებში, თბილისის საოლქო კრების არჩევით ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1943 წლის იანვარში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუძლიერდა. "თბილისის ეკლესიები ხუთი თვის მანძილზე მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დატოვა. გამოჯანმრთელებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევის შესახებ. 1943 წლის 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი დიმიტრი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1947 წლის 8 ნოემბერს იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში. |
Owner: | ლევან თაქთაქიშვილი |
Appears in Collections: | ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
dimitri lazarashvili.jpg | 453.7 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.