Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282045
Title: | აქციის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება ეროვნულ ბიბლიოთეკაში |
Authors: | წიკლაური, თამარ |
Keywords: | ჯგუფური მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984) კონკურსი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა დაჯილდოების ცერემონია ტურაშვილი, დათო (დავით) (1966) შერვაშიძე, გიორგი (1963) ციხელაშვილი, ქეთევან (1978) მანჯგალაძე, მარიამ |
Issue Date: | 16-Apr-2018 |
Abstract: | გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან); დავით (დათო) ტურაშვილი - ქართველი მწერალი, ტელეწამყვანი. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან; გიორგი შერვაშიძე - ქართველი პედაგოგი, ფილოლოგი, თანამდებობის პირი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (2016 წლიდან); მარიამ მანჯგალაძე - ქართველი ფილოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, კონკურსის "კარნახი" იდეის ავტორი; ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2016 წლის აგვისტოდან), საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრი |
Description: | ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით აქციის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა" წარმატებულ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აქციაში ასობით ეთნიკურად არაქართველი სტუდენტი მონაწილეობდა. აქცია ჩატარდა გაეროს ასოციაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის ერთობლივი პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი. წინა პლანზე მარცხნიდან: მარიამ მანჯგალაძე, გიორგი კეკელიძე; პირველ რიგში სხედან: მარცხნიდან პირველი დათო ტურაშვილი, მესამე გიორგი შერვაშიძე, მეოთხე ქეთევან ციხელაშვილი |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Aqcia_Me_Miyvars_Qartuli_Dajildoebis_Ceremonia 16.04 (4).JPG | 243.99 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.