Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2368
Title: ავქსენტი მეგრელიძე
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
მეგრელიძე, ავქსენტი (1877-1953)
Abstract: ავქსენტი მეგრელიძე - ლოტბარი. 1885 წელს ავქსენტი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს, რომელიც 1898 წელს დაამთავრა. სწავლისას ავქსენტი მუსიკისადმი დიდ მიდრეკილებას იჩენდა, გარდა იმისა, რომ გუნდში მღეროდა, ეცნობოდა კიდეც სანოტო ანბანს. მალე იმდენად გაიწაფა, რომ ცნობილმა ლოტბარმა კორნელი მაღრაძემ თავის თანაშემწედ დანიშნა 1893 წელს 20 წლის ავქსენტი მეგრელიძემ მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად სიმღერა-გალობას ასწავლიდა. პარალელურად იგი ქალაქის სამრეწველო პირველდაწყებით სკოლაში და ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობდა. 1900 წლიდან ავქსენტი მეგრელიძე ფოთში საეკლესიო გუნდს ლოტბარობდა და თან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. მან ფოთში ჩამოაყალიბა ქართული სიღერისა და ცეკვის ანსამბლი. იგი მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ხელმძღვანელობდა ანსამბლს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში. 1917 წელს ფოთში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მომღერალთა ოცდაათ კაციანი გუნდი, რომელსაც სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუდგა. ავქსენტი ინტერესდება ხალხური საკრავებით. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში. 1913 წლის ნოემბერში ანსამბლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი მსახიობის ლადო მესხიშვილის პატივსაცემად ფოთში გამართულ იუბილეზე.ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის ავქსენტი მეგრელიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
Description: ორიგინალის ზომა: 60x25.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Megrelidze_Avqsenti_recto.jpg1.07 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.