Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2355
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2012-07-25T07:07:55Z | - |
dc.date.available | 2012-07-25T07:07:55Z | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/2355 | - |
dc.description | ორიგინალის ზომა: 118x132. | en_US |
dc.description.abstract | ნიკო სულხანიშვილი - ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას. 1878 წელს ნიკო შეიყვანეს თელავის სასულიერო სემინარიაში, სადაც გალობას ასწავლიდნენ. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პირველი საკომპოზიტორო ცდები თარიღდება 1886 წლით. მოგვიანებით სიმღერაში ემზადებოდა ცნობილ პედაგოგთან დ. უსატოვთან. 1890-1900 წლებში სულხანიშვილი თელავის სასულიერო სემინარიაში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იქვე ჩამოაყალიბა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად" დ. მაჩხანელის ტექსტზე (სიმღერა ნაწილობრივ სრულდება ი. ჭავჭავაძის ლექსის "გახსოვს ტურფავ" ტექსტით). 1900-1912 წლებში ნიკო კვლავ თბილისში ცხოვრობდა. 1902 წელს ის მეცადინეობდა თეორიულ დისციპლინებში თბილისის სამუსიკო სასწავლებელში. 1912-14 წლებში ნიკომ კახეთში იმოგზაურა და ჩაიწერა ხალხური სიმღერები. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს, ხოლო 1919 - ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები. ზ. ფალიაშვილთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში. 1892 წელს ნიკო მუშაობდა ოპერა "პატარა კახზე", რომლის მხოლოდ 2 ნაწყვეტი შემორჩა, მათგან ერთი - ძალზე ცნობილი და პოპულარული სიმღერა "დაიგვიანეს". სულხანიშვილის ყველა გუნდი თანხლების გარეშე სრულდება, ძირითადად ოთხხმიანია და შერეული. მისი საუკეთესო გუნდებია: "გუთნური" (ი. ჭავჭავაძის "გუთნის დედა"), "სამშობლო ხევსურისა" (რ. ერისთავის ლექსზე), "მესტვირული" ა. წერეთლის ლექსზე "ჩონგურს სიმები გავუბი") და სხვა. | en_US |
dc.format | ორიგინალის ზომა: 118x132. | - |
dc.source | ნიკო სულხანიშვილი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, PN 3428/1-T) | - |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | ამონაჭერი | en_US |
dc.subject | სულხანიშვილი, ნიკო (1817-1919) | - |
dc.title | მუსიკოს ნ. სულხანიშვილის ლოტბარობით შემდგარი გალობის მოყვარულთა გუნდი. | en_US |
dc.type | Image | en_US |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Sulxanishvili_N_01.jpg | 241.06 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.