Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2310
Title: | გერცელ ბააზოვი |
Keywords: | პორტრეტი ამონაჭერი ბააზოვი, გერცელ დავითის ძე (1904-1938) |
Abstract: | გერცელ ბააზოვი – ქართველი მწერალი. დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, დავით ბააზოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ - ჟურნალ "საბჭოთა სამართალის" რედაქციაში. ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი "ონი". 1922 წელს დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა". ბააზოვი წერდა პიესებს, პოემებსა და მოთხრობებს. 1938 წელს ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Baazovi_Gercel_recto.jpg | რექტო | 193.22 kB | JPEG | View/Open |
Baazovi_Gercel_verso.jpg | ვერსო | 144.85 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.