Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/221036
Title: საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნა და წიგნის "პოეტი ბიბლიოთეკარი" პრეზენტაცია
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
"პოეტი ბიბლიოთეკარი", წიგნი
ბიბლიოთეკების კვირეული
პრეზენტაცია
ასათიანი, რუსუდან (1980)
ხოსიტაშვილი, მირიან
ხოსიტაშვილი, მზია
საყვარელიძე, ლილი
მიქაბერიძე, მაია ვაჟას ასული (1956)
Issue Date: 16-Apr-2016
Abstract: მაია მიქაბერიძე - ფილოლოგი, ბიბლიოგრაფი, პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი; მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე; ლილი საყვარელიძე - ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი; მზია ხოსიტაშვილი - ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი; რუსუდან ასათიანი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამბის განყოფილების უფროსი
Description: საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდა 16 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებათა სერია - ბიბლიოთეკების კვირეული 2016 წლის 16-22 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონულ თუ სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართა. კვირეულის დევიზია: „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!" კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკებმა უმასპინძლეს სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ჩატარდა კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. კვირეულის პერიოდში ბიბლიოთეკარებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეჯამდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: წიგნი "პოეტი ბიბლიოთეკარი", რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა; დარბაზში გაიხსნა შემოქმედი ბიბლიოთეკარების გამოფენა. აგრეთვე დაჯილდოვდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქველმოქმედი მეგობრები. ხოლო კვირეულის დახურვა შედგა 22 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართა პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია". წინა პლანზე მარცხნიდან: მირიან ხოსიტაშვილი, რუსუდან ასათიანი, მაია მიქაბერიძე. უკანა პლანზე ცენტრში: მზია ხოსიტაშვილი, ლილი საყვარელიძე
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
bliotekis_Kvireuli (71).jpg199.9 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.