ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21359
სათაური: დათა ვაჩნაძის პორტრეტი
ავტორები: შერვაშიძე, გრ.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
ემიგრანტები
ღია ბარათი
გამოცემის თარიღი: 1931
რეზიუმე: დავით (დათა) ვაჩნაძე - პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის შემოჭრის დროს ჩამოაყალიბა 400 მოხალისისგან შემდგარი რაზმი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წ. დაპატიმრებული იყო. 1924 თებერვალში საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკსიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის გრაფ შულენბურგის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ ვენაში გადასახლდა. ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა.
აღწერილობა: რექტოზე არის სამახსოვრო მინაწერი "სახსოვრად გოგი ვაჩნაძეს - დათა"
მფლობელი: ნინო ვაჩნაძე-კოვალსკი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vachnadze_recto.jpgრექტო117.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Vachnadze_verso.jpgვერსო56.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება