Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2117
Title: | იოსებ იმედაშვილი მოსწავლეებთან ერთად. |
Keywords: | ჯგუფური ფოტო იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1876-1952) |
Abstract: | იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში. 1890–იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903–იდან რსდმპ–ის წევრი იყო. 1906 აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905–06 ხელმძღვანელობდა ივერის ხეობას, ე. წ. “გარეკახეთის ერთობის”, რევოლუციურ მოძრაობას. 1905 თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 რევოლუციურ–პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურულ–კულტურულ სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895–იდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 ავლაბრის მუშათა ტეატრების დამაარსებელტაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინ. და თარგმნილი პიესების ორი კრებული – “ცხოვრების სარკე” (1899, 1901). 1902 გამოსცა მ. გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903–იდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი “აახ–ვაახ”, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი (“სიყვარულის ძალა”, 1904; “პროლეტარიატის ჰიმნი”, 1905; “წითელი დროშა”, 1907) და სხვა. 1904 გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი” (II, III გამოცემები, 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს “თატრი და ცხოვრება”, გაზეტებს “ხალხის ერთობა”, შემდეგ “ხალხის თავისუფლება”. ავტორია რომანებისა “განახლებული სიცოცხლე” (1919–21) და “ციბრუტა” (1940). 1920–იან წლებში ცალკე წიგნად გამოსცა იმედაშვილის პიესები (“ნამუსიანი ხალხი”, “ალების ცეკვა”, “მზე ჩაესვენა” და სხვა) და პოემები (“მზეთა–მზე”, “მშვენიერა”). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები “იოსებ ლაღიაშვილი” (1920), “უკანასკნელი დედოფალი” (1929), ისტორიულ–ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებიდან. შეადგინა ქართველ მწერალთა ლექსიკონი” (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს., არ გამოქვეყნებულა). გარდაიცვალა 1952 წლის 5 მაისს, თბილისში |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Imedashvili_Ioseb_recto.jpg | რექტო | 638.85 kB | JPEG | View/Open |
Imedashvili_Ioseb_verso.jpg | ვერსო | 475.54 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.