Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19952
Title: შოთა მელივა. ნიკოლო მელივა. ქანდაკება
Shota Meliva and Nikolo Meliva
Other Titles: ქანდაკება
Keywords: აფიშა
ქანდაკება
გამოფენა
მელივა, შოთა
მელივა, ნიკოლო
Meliva, Shota
Meliva, Nikolo
Abstract: ნიკოლო მელივამ 2001-2007 წლებში სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით დაამთავრა. მას შემდეგ არაერთ ჯგუფურ გამოფენასა თუ კონკურსში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნიკოლო მელივას ქანდაკებაში ("სიო", "ქარი", "უსაზღვრო", "ადაპტაცია") შთამბეჭდავია სიჩქარისა და ყველა მიმართულებით მოძრაობის გამოხატვის ფორმები. ქანდაკებით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. ეს ნიჭი ნიკოლოს მამისგან გამოყვა. შოთა მელივა (სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1983 წელს დაამთავრა) უკვე წლებია, ამ საქმეს წარმატებით ემსახურება. მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრები რუსთავის რამდენიმე სკვერს ამშვენებს. ბოლო პერიოდის შემოქმედება, ძირითადად რელიეფი, გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე შესრულების ტექნიკითა და მასალით. ავტორმა პოლიესტერისა და მინა-ბოჭკოსგან დიდი ადამიანების პორტრეტებისა და მითოლოგიური და რელიგიური სიუჟეტების შთამბეჭდავი რელიეფური გამოსახულებები შექმნა. ყველასგან გამორჩეულია შოთა მელივას მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკით შესრულებული მინის ქანდაკებები: "მოლოდინი", "ევროპის მოტაცება", "აბრეშუმის გზა".
Description: შოთა და ნიკოლო მელივების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
meliva.jpg130.04 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.