Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19896
Title: ვაჟა ჩაჩავა - 80
Keywords: აფიშა
ჩაჩავა, ვაჟა
პედაგოგი
კონცერტმეისტერი
პროფესორი
Abstract: ვაჟა ჩაჩავა - დაიბადა თბილისში 1933 წლის 20 აპრილს. 1952 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული სპეციალური მუსიკალური სკოლა ("ნიჭიერთა ათწლედი"), შემდგომ 1962 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასი). 1962-1977 წ.წ. და 1991 წლის იანვრიდან მუშაობდა პედაგოგად თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (საკონცერტმეისტერო ოსტატობის, კამერული სიმღერისა და კამერული ანსამბლის კლასები), თბილისის საოპერო თეატრში კონცერტმეისტერად. 1989 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 2006 წელს რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორის თანამდებობაზე, საკონცერტმეისტერო დახელოვნების და სოლო სიმღერის (კამერული სიმღერა) კათედრებზე.
Appears in Collections:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
vaja CaCava.jpg57.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.