ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა 2013 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის "ელექტორნული განვითარების სინდიკატს" შეუერთდა.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა ჩაერთვება პროექტში "ციფრული ფოტომატიანე", რაც გულისხმობს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებში დაცული ძველი, ისტორიული ფოტოების გაციფრებას. ასევე ჩვენი ბიბლიოთეკა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" გაზეთების ფონდის შევსებაში, კერძოდ უზრუნველყოფს ხაშურის ადგილობრივი გაზეთის "ხაშურის მოამბის" (რომელიც 1931 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით გამოიცემა) ციფრული ვერსიებით ფონდის შევსებას.
ეროვნული ბიბლიოთეკა, აღნიშნული პროექტით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტაციის გაციფრების გზით, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ამიტომაც ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა ხაშურის მოსახლეობის სახელით უერთდება ამ პროექტს. ამისათვის ბიბლიოთეკა იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივი გაზეთის რედაქციასთან, საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის განოფილებასთან და უშაულოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებთან.
მოგმართავთ ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ითანამშრომლოთ აღნიშნული პროეტის ფარგლებში ჩვენს ბიბლიოთეკასთან და მოგვაწოდოთ თქვენს ოჯახებში დაცული ფოტო მასალა, (გაციფრების შემდეგ ფოტოების დედნები მფლობელს უვნებლად დაუბრუნდება.
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: მთავარი ბიბლიოთეკა - ქ. ხაშური, ძნელაძის ქ.10 ტელ: 24 5317; 242788; 245948 ელ-ფოსტა: khashuri_library@yahoo.com Facebook: ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა Web-page: www.khashuribibio.org.ge
Preview | Issue Date | Title | Author(s) |
---|---|---|---|
- | ჯგუფური ფოტო | - | |
1964 | ლუბა კიკნაძე-დიდებულიძე | - | |
May-1979 | ჯგუფური ფოტო | - | |
8-Mar-1962 | ჯგუფური ფოტო | - | |
May-1979 | შეხვედრა მწერალ თენგიზ გოგოლაძესთან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარაში | - | |
1971 | ხაშურის შუშის ქარხნის ბაგა-ბაღი | - | |
Jun-1974 | ჯგუფური ფოტო | - | |
20-Aug-1971 | ჯგუფური ფოტო | - | |
17-Apr-1987 | ჯგუფური ფოტო | - | |
- | ვაჟა დიდებულიძე და კლარა მოსესიანი სურამში, მაცხონაშვილების წყაროსთან | - | |
22-Mar-1975 | ომის ვეტერანებთან შეხვედრა სურამის #14 პროფტექნიკურ სასწავლებელში | სალაღაია, მევლუდი | |
17-May-1939 | შვიდი ამხანაგი | - | |
1915 | დანგაძეების ოჯახი | - | |
- | ესტატე (ტატო) დანგაძის ოჯახი | - | |
1936 | საქართველოს განსახკომის ქ. ხაშურის პედაგოგიური სასწავლებლის 1936 წლის კურსდამთავრებულები | - | |
1950 | ბეროზაშვილი-გონგლაძე აზა (ლამარა) კლასელებთან ერთად | - | |
1962 | ბეროზაშვილი-გონგლაძე აზა (ლამარა) მეგობრებთან ერთად | - | |
1957 | ნინო ბეროზაშვილი მეგობართან ერთად | - | |
8-Mar-1951 | ბეროზაშვილი-გონგლაძე აზა (ლამარა) მეგობრებთან ერთად | - | |
11-Sep-1951 | ბეროზაშვილი-გონგლაძე აზა (ლამარა) მეგობართან ერთად | - |