Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/193083
Title: | Тифлис. Старый у банных ворот |
Other Titles: | აბანოს კართან |
Authors: | Ермаков, Димитрий Иванович ერმაკოვი, დიმიტრი |
Keywords: | აბანოს კარი ძველი თბილისი |
Series/Report no.: | №4323 |
Abstract: | აბანოს კარი - აღმოსავლეთიდან თბილისისაკენ მიმავალი განჯის გზა დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩის ხაზს აყვებოდა, შემდეგ ორად იყოფოდა. ერთი ტოტი ლეღვთახევის პირას განლაგებულ ბაღებს უქცევდა მხარს და სამხრეთიდან მიადგებოდა განჯის კარს. გზის მეორე განშტოება დაღმა ჩაყვებოდა გრიშაშვილის ქუჩის ხაზს და აბანოების უბანში წავკისის წყალზე გადებული ხიდის მეშვეობით, ქალაქის გალავნის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ აბანოს კართან მთავრდებოდა. მისი სახელწოდება სწორედ იმით აიხსნება, რომ იგი აბანოების უბნისაკენ იყო მიმართული. აბანოს კარი დაახლოებით ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩის ღერძზე მდებარეობდა. აბანოს კარიდან მგზავრი დღევანდელ სამღებროს ქუჩის სწვრივად მიმავალი გზით ციხის, იგივე თათრის (ამჟამინდელი გორგასლის) მოედანზე ხვდებოდა. |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ელეფთერ ლაფაჩი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.