Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1927
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2012-07-11T13:08:06Z-
dc.date.available2012-07-11T13:08:06Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/1927-
dc.description.abstractაკაკი ჩხენკელი - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. ცნობილი მეცნიერის, კიტა ჩხენკელის უფროსი ძმა. დაიბადა 1874 წელს, ხონში - გარდაიცვალა 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში. 1898 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან, იმავე წლიდან სდ პარტიის წევრია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1907 წელს ამთავრებს ლაიფციგის უნივერსიტეტს, აგრელებს სწავლას ჟენევაში. 1909 წელს ბრუნდება საქართველოში. 1911 წელს პოლიტიკური მოტივებით გაასახლეს კავკასიიდან, ცხოვრობდა როსტოვში. სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის არჩევნების წინ, 1912 წელს, დაბრუნდა საქართველოში. აირჩიეს დუმის დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. 1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის (ОЗАКОМ) წევრი. 1918 წლის იანვარში შეიქმნა „ამიერკავკასიის სეიმი", რომლის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე, სამხედრო მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტი - აკაკი ჩხენკელი. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომის, აგრეთვე საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919- 1921) წევრია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრია 1917-1918 წლებში. 1918 წლის აპრილში იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეთაურობდა საზავო მოლაპარაკებას თურქეთთან და გერმანიის მთავრობასთან მომლაპარაკებელ დელეგაციას (ამავე დელეგაციაში შედიოდნენ: ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.). 1921 წლის იანვრიდან საქართველოს ელჩია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია. მისი ელჩად ყოფნა საქართველოს გასაბჭოებიდან კიდევ 13 წელს (1933 წლამდე)გრძელდებოდა. აკაკი ჩხენკელმა წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის დაარსებასა და ავტოკეფალიის აღდგენის საქმეშიen_US
dc.formatორიგინალის ზომა: 13x590.-
dc.sourceაკაკი ჩხენკელი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, PN 3977/1-T)-
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectამონაჭერიen_US
dc.subjectჩხენკელი, აკაკი ივანეს ძე (1874-1959)-
dc.titleაკაკი ჩხენკელიen_US
dc.typeImageen_US
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Chxenkeli_Akaki_recto.jpg475.01 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.