Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1918
Title: | მიხაკო წერეთელი |
Authors: | მიშჩენკო, ბ.პ. |
Keywords: | პორტრეტი წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) (1878-1965) |
Abstract: | წერეთელი მიხეილ (მიხაკო) – ქართველი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა. დაიბადა.1878 წლის 23 დეკემბერს, სოფელი ცხრუკვეთში - გარდაიცვალა 1965 წლის 2 მარტს, მიუნხენში.1900-1907 წლებში მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პ. კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ქართულ და უცხოურ პრესაში ფსევდონიმებით „Baton" და „მ. სანგალა." 1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები "საქართველო" და "La Georgie". 1907 წელს მიხეილ წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა". 1910 წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. 1912 წელს გამოქვეყნდა წერეთლის ცნობილი გამოკვლევა „სუმერული და ქართული", რომელიც მოგვიანებით ითარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 1916 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ. 1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნაშრომი „სუმერელები და ქართველები". 1914-1918 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტი"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. 1942 წელს, სხვებთან ერთად, დააფუძნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი". 1963 წელს პარიზში გამოიცა „ვეფხისტყაოსნის" მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი. 1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ლონდონში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალ "Georgica" -ს ფურცლებზე.მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე. |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Tsereteli_Mikhako_recto.jpg | 189.14 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.