Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1893
Title: ვაჟა-ფშაველა
Authors: ჟვანია, ევტიხი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
რაზიკაშვილი, ლუკა პავლეს ძე (1861-1915)
Abstract: ვაჟა–ფშაველა - პოეტი. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები
Description: რექტოზე გამოსახულია ავადმყოფი მგოსანი ვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს ქართველთა ლაზარეთში და მისი მომვლელი მოწყალების დები, ერთ-ერთი ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Vaja_Fshavela_recto.jpgრექტო213.07 kBJPEGThumbnail
View/Open
Vaja_Fshavela_verso.jpgვერსო132.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.