ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189005
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.authorწიკლაური, თამარ-
dc.date.accessioned2016-12-26T10:51:30Z-
dc.date.available2016-12-26T10:51:30Z-
dc.date.issued2016-05-06-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189005-
dc.descriptionსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა „სეზანის" საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. პირველი გამოცემა ამავე საგამომცემლო ჯგუფის მიერ 2009 წელს დაიბეჭდა. პროექტის იდეის ავტორია მანანა კარტოზია, ხელმძღვანელი - ლევან თაქთაქიშვილი, მთავარი რედაქტორი - ელზა ნაბახტეველი. შეადგინეს მამუკა ჩხეიძემ და ლევან თაქთაქიშვილმა. დიზაინერ-დამკაბადონებელი - მაკა ცომაია. გამომცემლები "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას ასე აფასებენ: "რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. როგორც აღმოჩნდა, 2009 წლამდე ჩვენთვის ცნობილ 383 სხვადასხვა გამოცემას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 120 ახალი გამოცემა დაემატა, მათ შორის 50 ქართულ ენაზე. ბიბლიოგრაფიული გამოცემები ხელს უწყობს მკვლევრებს მათთვის სასურველი გამოცემების მოძიებაში. ეს ბიბლიოგრაფია კი რუსთველოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზებასაც ემსახურება. საძიებელი-კატალოგი არაერთ საგულისხმო მონაცემს უყრის თავს და განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. რუსთველოლოგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ გამოცემით მოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ „ვეფხისტყაოსნის" როგორც სამამულო, ისე უცხოური გამოცემები, გაარკვიონ, თუ რამდენად ხარისხიანია თარგმანები და ვინ არიან ამა თუ იმ ენაზე პოემის ხელმეორედ ამმეტყველებელნი, მოძებნონ ილუსტრაციები. დროა, ვიზრუნოთ იმ ჩავარდნებზეც, რაც „ვეფხისტყაოსნის" უცხოურ ენებზე თარგმნის მხრივ შეინიშნება; მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი" არ თარგმნილა ბერძნულ, ინდურ, შვედურ, პორტუგალიურ, ვიეტნამურ, ინგუშურ ენებზე. „ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიის ბეჭდვის პროცესს დაემთხვა სასიხარულო ცნობა: სამხრეთ კორეაში, სეულში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის" პირველი კორეული თარგმანი, ანუ ეს საძიებელიც უკვე აღარ არის სრულყოფილი. ამდენად, რუსთაველის უკვდავი ქმნილების სიცოცხლე გრძელდება და პოემის გავრცელების არეალი იზრდება, ამიტომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ბიბლიოგრაფიის შევსება და ხელახლა დასტამბვა აუცილებელი გახდება. რუსთაველი ხომ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული პოლიგრაფიის ორბიტიდან გავიდა და ათასობით ცალი იბეჭდება მსოფლიო სასტამბო ხელოვნების ნიმუშად." მარჯვნიდან: მანანა კარტოზია, გიორგი ალიბეგაშვილიen_US
dc.description.abstractგიორგი ალიბეგაშვილი - ქართველი ფილოლოგი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლიდან; მანანა კარტოზია - ქართველი ჟურნალისტი, „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის პროექტის იდეის ავტორიen_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subject„ვეფხისტყაოსანი"en_US
dc.subjectშოთა რუსთაველიen_US
dc.subjectბიბლიოგრაფიაen_US
dc.subject„სეზანი", საგამომცემლო ჯგუფიen_US
dc.subjectთბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიen_US
dc.subjectალიბეგაშვილი, გიორგი (1959)en_US
dc.subjectკარტოზია, მანანა ოთარის ასულიen_US
dc.titleმანანა კარტოზია და გიორგი ალიბეგაშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vefxistyaosnis_Bibliografia (58).JPG167.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება