Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1807
Title: გიგო (გრიგოლ) ქურდიანი
Keywords: პორტრეტი
ქურდიანი, გიგო (გრიგოლ) (1873 – 1957)
Abstract: გიგო (გრიგოლ) ქურდიანი – დაიბადა 1873 წელს სოფელ საგარეჯოში. იგი სწავლობს ქ. თბილისის რეალურ სასწავლებელში. დამთავრებისთანავე შედის ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც ამთავრებს 1898 წელს ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით. იგი იწყებს მუშაობას ინჟინრად ალავერდში სპილენძის საბადოებზე, 1899 წელს კი ქ. ბაქოში ნავთობმრეწველობაში ცნობილ ბიზნესმენ ნობელთან. 1900 წელს ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის მმართველად. 1902 წელს ინიშნება ქ. თბილისის საქალაქო დუმის მთავარ ინჟინერ – არქიტექტორად. 1906 _1916 წლებში ხელმძღვანელობს ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის პროექტს. 1912 – 1914 წლებში ხელმძღვანელობს საინჟინრო ჯგუფს, რომელიც ამუშავებდა ქ. ქუთაისის წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტს. 1916 – 1917 წლებში ხელმძღვანელობს პირველ მსხვილ კვლევებს ბულაჩაურის და ნატახტრის წყაროების და ქ. თბილისის წყლის მომარაგებისთვის ახალი სათავეების საძიებლად. გრიგოლ ქურდიანის ხელმძღვანელობით დაპროექტებულია და განხორციელებულია 150-მდე წყალსადენი 200-მდე სოფელში. განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში, მათ შორის: გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, ნინოწმინდა, შილდა, ველისციხე და მრავალი სხვა. 1918 წელს დაარსა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება და გახდა მისი თავმჯდომარე. 1922 წელს ინიშნება მთავარ ინჟინრად ჩატახის თუჯ-ჩამომსხმელი ქარხნის აღსადგენად. 1924 წელს თბილისის საქალაქო აღმასკომის მთავარ ინჟინრად მუშაობის პერიოდში იგი იკვლევს ქ. თბილისის კეთილმოწყობა განაშენიანების საკითხებს, იკვლევს განაშენიანება – განსახლების ახალ ნორმებს. იგი აწარმოებს ელბაქიძის დაღმართის გაფართოებას. ქმნის კავშირს საბურთალოს და რკინიგზის სადგურის მიმდებარე რაიონებს შორის. 1925 წელს მიდის გერმანიაში, რათა შეისწავლოს ევროპის ქალაქების კეთილმოწყობის საკითხები. 1926 წელს იწყებს ელბაქიძის და კ. მარქსის ხიდებს შორის სანაპიროს მშენებლობას. მისი პროექტით ხდება მდ. მტკვარის მარჯვენა მკლავის ჩაკეტვა და იქვე იწყება საჯებირო კედლის მშენებლობა რაც არის მომავალი სანაპიროს ელემენტი. 30-იან წლებში გრძელდება სანაპიროს მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა გრ. ქურდიანის ხელმძღვანელობით. ფართოვდება და იგეგმება ლესელიძის ქუჩა. გიგო ქურდიანი გარდაიცვალა 1957 წელს თბილისში.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
KurdianiGrigoli..jpg131.67 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.