ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/171263
სათაური: | მწუხარე საქართველო |
ავტორები: | ნიკოლაძე, იაკობ |
საკვანძო სიტყვები: | ქანდაკება ქართველი მოქანდაკეები მთაწმინდის პანთეონი ჭავჭავაძე, ილია ძეგლი |
გამოცემის თარიღი: | 1908 |
რეზიუმე: | ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ი. ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო" (შეუკვეთეს 1908 პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). |
აღწერილობა: | დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1892-1894წწ. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1894-1895წწ. და 1897-1898წწ. ოდესის სამხატვრო სკოლაში; 1899-1901წწ. პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად; აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია; 1904–1910წწ. ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–1907წწ. მუშაობდა როდენის სახელოსნოში; ამ პერიოდს ასახავს ი. ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან"; აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ჩრდილოეთის ასული"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "მოცეკვავე"(ბრინჯაო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "სალომე"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); მისი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო"; 1937–1938წწ. შექმნა შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი; 1922 წელს ეგნატე ნინოშვილის, 1923 წელს აკაკი წერეთლის, 1944 წელს XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი; ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია. |
მფლობელი: | მთაწმინდის პანთეონი |
შესულია კოლექციებში: | ქანდაკება |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
mwuxare_sakartvelo.jpg | 119.17 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება