Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/171261
Title: ლადო მესხიშვილი
Authors: ნიკოლაძე, იაკობ
Keywords: ქანდაკება
ქართველი მოქანდაკეები
ნიკოლაძე, იაკობ (1876-1951)
მესხიშვილი, ლადო
Description: დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1892-1894წწ. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1894-1895წწ. და 1897-1898წწ. ოდესის სამხატვრო სკოლაში; 1899-1901წწ. პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად; აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია; 1904–1910წწ. ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–1907წწ. მუშაობდა როდენის სახელოსნოში; ამ პერიოდს ასახავს ი. ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან"; აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ჩრდილოეთის ასული"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "მოცეკვავე"(ბრინჯაო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "სალომე"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); მისი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო"; 1937–1938წწ. შექმნა შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი; 1922 წელს ეგნატე ნინოშვილის, 1923 წელს აკაკი წერეთლის, 1944 წელს XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი; ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
Appears in Collections:ქანდაკება

Files in This Item:
File Description SizeFormat 
lado_mesxishvili.jpg110.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.