Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/167079
Title: | კომპოზიცია |
Authors: | ვეფხვაძე, ჯოვანი |
Keywords: | ფერწერა ქართველი მხატვრები ვეფხვაძე, ჯოვანი (1949-2016) გრამაფონი მუსიკა ფოტო გაზეთი |
Description: | ჯოვანი ვეფხვაძე დაიბადა 1949 წლის 13 მარტს თბილისში, მხატვარ ალექსი ვეფხვაძის ოჯახში. 1967 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა "ბექა ოპიზრის სახელოსნოში" რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის კოკი მახარაძის ხელმძღვანელობით. 1973 წელს ჩაირიცხა სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სსრკ-ს სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის კლასში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს საანგარიშო ნამუშევრით "გელათის ტაძრის რესტავრაცია". 1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. 1977 წელს შევიდა სსრკ-ს მხატვართა კავშირში, რომლის წევრად სთვლის თავს დღემდე. ჯოვანის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი და ქალაქის ხედი. 1981-2007 წლებში ჯოვანი ვეფხვაძე ასწავლიდა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ნამყოფია შემოქმედებით მივლინებაში გერმანიასა და იტალიაში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში რუსეთში და ასევე კერძო კოლექციებში მრავალ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, გერმანია, რუსეთი, აშშ, ინგლისი, სომხეთი, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ. |
Appears in Collections: | ფერწერა და გრაფიკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Вепхвадзе Джовани2.jpg | 183.53 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.