Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/166459
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2016-07-20T12:07:37Z-
dc.date.available2016-07-20T12:07:37Z-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/166459-
dc.descriptionგადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractევგენი გეგეჭკორი — მენშევიკი. 1907–1912 III სახელმწიფო სათათბიროს წევრი ქუთაისის გუბერნიიდან. ს–დ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი. 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წლიდან ევგენი გეგეჭკორი გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903-1904 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. ევგენი გეგეჭკორი არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატიურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ბოლოდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. ჰყავდა შვილი, სოსიკო, რომელიც გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, პარიზში. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტიen_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectგეგეჭკორი, ევგენი პეტრეს ძე (1882-1954)en_US
dc.subjectემიგრანტებიen_US
dc.subjectსაფრანგეთიen_US
dc.titleევგენი გეგეჭკორიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნანო სტურუაen_US
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
img187.jpg214.43 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.