Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/143100
Title: ალექსანდრე ალადაშვილი
Authors: ჟვანია, ევტიხი
Keywords: პორტრეტი
ექიმი
ალადაშვილი, ალექსანდრე სტეფანეს ძე (1876-1951)
Issue Date: 1928
Abstract: ალექსანდრე ალადაშვილი - დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1904 წელს. 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ, 1919-1921წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ. 1921-1924წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950წწ. საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. მისი მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს.
Owner: ლევან თაქთაქიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Eqimi_III_Wkeba-KursdamTavrebuli (11).jpg199.61 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.