Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1379
Title: | დავით ბაქრაძე |
Keywords: | პორტრეტი ბაქრაძე, დავით ილიას ძე (1912–1977) |
Abstract: | დავით ილიას ძე ბაქრაძე - საბჭოთა კავშირის გმირი (7 აგვისტო, 1944), სკკპ წევრი 1938 წლიდან. დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი (1938). 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო ბელორუსიაში. აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველია. სსრკ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ავტორია წიგნებისა: "გმირთა სისხლით" (1950), "ძველ გზებსა და ბილიკებზე" (1965), "ლეგენდარული რეიდი" (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით. |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
bakradze daviti.+.jpg | 693.24 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.